საქართველოში ტაილანდელი და ფილიპინელი მეძავები ჩამოყავთ?

“საქართველოს რკინიგზა” რებრენდინგისთვის ემზადება. მალე საბჭოური წარმოების ვაგონებს თანამედროვე შემადგენლობები ჩაანაცვლებს. საქართველოს რკინიგზაზე ხუთი ახალი მატარებელი გამოჩნდება, სერვისის ხარისხიც გაუმჯობესდება და ის ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მგზავრებს გადამზადებული გამცილებლები მოემსახურებიან, რომლეთა ჩაცმულობაზეც ცნობილი დიზაინერები იზრუნებენ – ასეთია “საქართველოს რკინიგზის” ოფიციალური განცხადება, თუმცა ლეიბორისტებს ხელთ ჩაუვარდათ საიდუმლო დოკუმენტი, რომელიანაც ჩანს, რომ “საქართველოს რკინიგზა” გამცილებლების ტაილანდიდან და ფილიპინიდან ჩამოყვანას აპირებს.

– სააკაშვილის თვითმარქვია ხელისუფლებას ქართველი ადამიანის შრომა არ ჭირდება! – განაცხადა ლეიბორისტული (შრომის) პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღევანდელი ბრიფინგის დროს, – ფერმერები სამხრეთ აფრიკიდან ჩამოყავთ, მზარეულები ჩინეთიდან, ახლა ვაგონ-გამცილებლებად ფილიპინელი და ტაილანდელი მეძავების ჩამოყვანას აპირებენ, იმისთვის რომ ზაფხულში ბათუმში რომ წავლენ დასასვენებლად, პირდაპირ თბილისის რკინიგზის სადგურიდან დაიწყონ გრიალი… პორტუგალიაში ბოზებში სიარული აღარ ეყოთ, ახლა ტაილანდელები მომინდომეს, ვითომ, საქართველოში ბოზები დაილია…

შეკითხვას, თუ რას აპირებენ ქართული პროფკავშირები, ბატონმა გუგავამ ასე უპასუხა:

– რომელი პროფკავშირები? ნაცმოძრაობის აქტივით რომ არის დაკომპლექტებული? სად ხედავთ თქვენ, ლეიბორისტების გარდა, ან პროფკავშირებს ან ოპოზიციას?  საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია ეროვნული მუშა-ხელის დისკრიმინაციის წინააღმდეგ მალე საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და ვნახავთ მერე, რომელი ფილიპინელი გაბედავს აქ ჩამოსვლას.

ბრიფინგის ბოლოს ბატონმა გუგავამ მხურვალე სალამი შეუთვალა ლიბიელ ხალხს და გამძლეობა უსურვა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

3 thoughts on “საქართველოში ტაილანდელი და ფილიპინელი მეძავები ჩამოყავთ?”

  1. რა მაგის პასუხია და ერთი პერიოდი ლეიბორისტული პარტიის ლოგოზე ასეთი რამ ეწერა

    ქართულად –

    ლეიბორისტული (შრომის) პარტია

    ინგლისურად –

    labour (shromis) party

    მერე გადააკეთეს.

    Like

    1. აღარ აწერია ეგრე? არ შემინიშნავს.
      კიდე ცხენს ქონდა ფეხები გადამტვრეული – ეგ კაი ხნის წინ ფორუმზე შენიშნეს და იქ ვნახე. 🙂

      ისე, კომენტარები გათიშული მაქვს და როგორ დააკომენტე კი გამიკვირდა. 🙂

      უბრალოდ ეს ბლოგი არაადეკვატურ კომენტარებს იზიდავს ხოლმე – შენზე არ ვამბობ, ცხადია, და თითქოს, გამოვრთე :):)

      Like

  2. (shromis) აღარ აწერია. მე ასე მახსოვს. სისულელე იყო ინგლისურ სახელში შრომის ინგლისური ასოებით ჩაწერა.

    თუმცა ლეიბორისტობა პარტიული კუთვნილება კი არა, კლინიკური დიაგნოზია. ეგეთები მოსვლიათ? ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, შალვამ წინაასაარჩევნო ბუკლეტი გაავრცელა ასეთი ტექსტით – პირსისხლიანი შევარდნაძე ისევე დაასრულებს, როგორც დესმონ ტუტუო.

    დესმონ ტუტუ, მოგეხსენება ალბათ, იმ დროს ნობელის პრემიის ლაურეატი იყო უკვე და აფრიკის კარდინალი.

    გაუნათლებლობა.

    რა ვიცი, ჩვეულებრივად დავაკომენტარე, ჩვეულებრივად გააჩერა მოდერაციისთვის. გამორთული თუ იყო, არც ვიცოდი. ახლაც ჩვეულებრივად ვწერ.

    Like

დისკუსია დახურულია.