ჩინელების ღია წერილი მსოფლიოს კეთილი ნების ერებს

ჩვენს სააგენტოს ხელში ჩაუვარდა ჩინელების ღია წერილი მსოფლიოს ხალხებისადმი:

 

 

 

ფოტო: ვან ძი წერილს წერს მსოფლიოს

ბატონებო,

ჩვენ, ჩინელებმა შევქმენით, ქაღალდი, მელანი, კომპასი და დენთი;

ჩვენ ჩინელებმა პირველებმა მოვადუღეთ ჩაი, დავიწყეთ მარილის რეწვა, მივიღეთ აბრეშუმი;

ჩვენ, ჩინელები ვაწარმოებთ მსოფლიოში წარმოებული ფოლადის 45%, ქვანახშირის 50%, ალუმინის 25%;

ჩვენ, ჩინელები ვაწარმოებთ მსოფლიოში წარმოებული ბრინჯის 30%, მიწის თხილის 40%, მარცვლეულის 25%;

ყოველი მეექვსე ტანსცმელი, თქვენ რომ გაცვიათ, ჩვენი, ჩინელების მიერაა შეკერილი;

ყოველი მესამე სათამაშო, თქვენი ბავშვი რომ თამაშობს, ჩვენი, ჩინელების მიერაა წარმოებული;

ყოველი ნოუთბუქი, თქვენ რომ მუშაობთ, ჩვენი, ჩინელების მიერაა აწყობილი;

ჩვენ, ჩინელები ვმუშაობთ 13-დან 73 წლამდე, დღე-ღამეში 12 საათს, კვირაში 7 დღეს…

ჰოდა, აღარცა ვჭამოთ, ხალხო?!!!

ვან ძი, ჩინელი ერის სახელით

(იხილე ფოტოზე)

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

თემის ირგვლივ:

Made in China

Advertisements

4 thoughts on “ჩინელების ღია წერილი მსოფლიოს კეთილი ნების ერებს”

დისკუსია დახურულია.