საქართველოში დაკავებული ჯაშუშები მსახიობები აღმოჩნდნენ???

15 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის 13 ჯაშუში დააკავა. დეპარტამენტის მტკიცებით, დაკავებულები საიდუმლო ინფორმაციას ე.წ. გრუს – რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს აწვდიდნენ.

დღეს ამ ფაქტს რუსეთში ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი მიხეილ ხუბუტია გამოეხმაურა. ხუბუტიას თქმით, დაკავებულ პირებს რუსულ დაზვერვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი საქართველოში მისი თხოვნით ჩამოვიდნენ და მათი საქმიანობა მხოლოდ კულტურული ხასიათის იყო.

– თანამედროვეობის უდიდესმა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ მე ქართულ-რუსულ მეგობრობაზე ფილმის გადაღება მთხოვა, – განმარტა ბატონმა ხუბუტიამ პრეს-კონფერენციის დროს, – სცენარის ავტორები და რეჟისორები ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე იქნებიან, მე კი – ფილმის პროდიუსერი.

მერაბიშვილის მიერ დაკავებული პირები ჩვენი საგადამღებო ჯგუფის წევრები არიან და საქართველოში საჯაშუშოდ კი არა, ფილმისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად ჩავიდნენ. ეს ადამიანები ეწეოდნენ არა ე.წ. ჯაშუშების “ვერბოვკას”, არამედ მსახიობების კასტინგს ჩვენი მომავალი ფილმისთვის. მათი დაკავება აღმაშფოთებელია და ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარეს, ნიკიტა მიხალკოვსა და IMDb-ს, – განაცხადა შეშფოთებულმა ხუბუტიამ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements

One thought on “საქართველოში დაკავებული ჯაშუშები მსახიობები აღმოჩნდნენ???”

დისკუსია დახურულია.