ექსპერტები კომუნალური გადასახადების ამოღების ახალ მექანიზმს დადებითად აფასებენ

როგორც ცნობილია, „ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოში კომუნალური გადასახადების ამოღების ახალი მექანიზმი ამოქმედდება – დენის, გაზის, წაყლმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადის ამოღება კოორდინირებულად მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ერთი რომელიმე კომუნალური გადასახადი არ აქვს გადახდილი, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება ავტომატურად შეუწყდება.

აღნიშნულმა ცვლილებამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ექსპერტთა მოსაზრება განსხვავებულია, ამის შესახებ დღევანდელი ბრიფინგის დროს განაცხადა ბატონმა ელიზბარ ციციშვილმა, “ცინიკოს ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარემ.

– აღნიშნული გადაწყვეტილება დროულია და სასარგებლო, – გაგვაცნო ბატონმა ციციშვილმა ექპერტთა აზრი, – მოქალაქეების მნიშნელოვანი ნაწილი მოიხმარდა კომუნალურ მომსახურებას, მაგრამ საფასურის გადახდას თავს არიდებდა – ეს კი დანაშაულია და უნდა აღმოიფხვრას. ნუ გვავიწყდება, რომ მოქალაქეობა ნიშნავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ ვალდებულებებსაც. გადაწყვეტილება დროულია, ვინაიდან, კარგადაა შერჩეული დრო – ელექტროენერგიისა და გაზის შეწყვეტა ზამთარში უდაოდ ხელს შეუწყობს ურჩ გადამხდელთა გაყინვას – ამ გზით კი სამომავლოდ დიდი საბიუჯეტო სახსრები დაიზოგება.

ამასთან, ამ ყველაფერს არაპირდაპირი ეფექტიც აქვს – მოსახლეობის ნაწილის გაყინვა შეამცირებს მოთხოვნას პირველადი მოხმარების საქონელსა და სურსათზე, რაც სამომხმარებლო ბაზარზე დადებითად აისახება – ფასები შემცირდება და, რაც მთავარია, ნაკლები რაოდენობის ხორბლის იმპორტი დაგვჭირდება, რაც კვლავ და კვლავ, მნიშვნელოვან სახსრებს დაგვიზოგავს, თანაც – უცხოურ ვალუტაში!

ამრიგად, ჩვენ, ექსპერტები კომუნალური გადასახადების ამოღების ახალ მექანიზმს მივესალმებით! – შეაჯამა თავისი გამოსვლა  “ცინიკოს ექსპერტთა კლუბის” თავმჯდომარემ, ბატონმა ელიზბარ ციციშვილმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

One thought on “ექსპერტები კომუნალური გადასახადების ამოღების ახალ მექანიზმს დადებითად აფასებენ”

  1. Tu moqalaqe ar ixdis gazis fuls, Seuwyviton gazis micodeba, Tu wylis moxmarebis xarjebs, masin wyali da a.sh. ver vxvdebi, ratom gaxda sachiro es axali meqanizmi, mgoni mis gareshec shesadzloa komunaluri gadasaxadebis amogeba. iqneb moqalaqem ertis garda yvela komunaluri gadasaxadi gadaixada da magis gamo yvelaferi unda sheuwyviton? aset shemtxvevashi (tu komunaluri gadasaxadebidan romelimes ver vixdi) me arcerts ar gadavixdi. mainc yvelafers shemiwyveten da ra azri aqvs 😐

    Like

დისკუსია დახურულია.