თბილისში ჰელოუინ ფეშენ-შოუ გაიმართა

Tbilisi Halloween Fashion Show“სატანისტ დიზაინერთა კავშირმა” გუშინდელ დახურულ ჩვენებაზე საჰელოუინო კოსტიუმების კოლექცია წარმოადგინა. ჩვენების ლოზუნგი იყო – “ჰელოუნი – მასებში!” როგორც კუტურიე მარიამ არჩუაძე–კარაგუნისისამ განუცხადა ჟურნალისტებს, მის კოლექციაში შერწყმული იყო ჰელოუნის, ვალპურღის ღამისა და ქართული ჭიაკოკონობის მოტივები.

– ჩემი მიზანია, ჰელოუინის ნერგის ეროვნულ ნიადაგზე გახარება, – განაცხადა დიზაინერმა ჩვენების შემდეგ.

პუბლიკის აღფრთოვანებული რეაქციით ის დაუფარავად კმაყოფილი ჩანდა.

ჩვენებას უამრავი ცნობადი სახე დაესწრო, თუმცა, რაკიღა ისინი ნიღბებში და სახეგათხაპნილები იყვნენ, მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო.

Tbilisi Halloween Fashion Show1

– ევროკომისიის დადგენილება Е-4789-69 D პირდაპირ აკისრებს ევროკავშირის წევრებსა და კანდიდატ ქვეყნებს ჰელოუინის პოპულარიზაციის ვალდებულებას, – განგვიცხადა ბატონმა ფრედი კრიუგერის ნიღაბში, – ამგვარი შოუები, როგორც დღვანდელია, ხელს უწყობს საქართველოს ევროსტრუქტურებსა და ნატოში ინტეგრაციას.

ქალბატონმა “შხამიანმა სურომ” კი გამოთქვა სურვილი, რომ თბილისური ჰელოუინიც თბილისობასავით ერთკვირიანი იყოს.

ერთადერთი, ვისი სტუმრებს შორის ამოცნობაც ჩვენი სააგენტოს ჟურნალისტებს არ გასჭირვებიათ, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია გახლდათ, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

4 thoughts on “თბილისში ჰელოუინ ფეშენ-შოუ გაიმართა”

  1. რა ამბავი ატეხეთ რა.
    გინდა აღნიშნე გინდა ნუ აღნიშნავ.
    ყოველ წელს ერთი და იგივე შეიძლება?

    Like

  2. ბატონ ფრედი კრიუგერს წვერები არ უჩანდა ნიღბის ქვეშ? იაკობაშვილი იქნებოდა.

    Like

დისკუსია დახურულია.