საერთაშორისო რესპუბლიკურიმა ინსტიტუტმა (IRI) 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით სოციალური კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში 1500-მა ადამიანმა მიიღოო მონაწილეობა. კვლევა ამერიკის მთავრობისა და USAID-ის დაკვეთით ჩატარდა.
აღნიშნული კვლევის შედეგები უკვე გამოქვეყნდა მედია-საშუალებებით და კარგადაა ცნობილი, მაგრამ დღეს “რეზონანსმა” თავად ჩატარებული კვლევის მეთოდიკის შესახებ სენსაციური და შემაშფოთებელი ინფორმაცია გაავრცელა.
გაზეთის ცნობით, IRI-ს წარმომადგენლები გამოკითხულებს ვიდეო-კამერით იღებდნენ და მათ ასაკს, წონას, სიმაღლეს, გვარსა და სახელს, მისამართს, წარმომავლობას და წინაპართა ვინაობას ინიშნავდნენ. ყოველი მეათე რესპონდენდტი კი გვერდზე გაყავდათ და მამა-პაპურად უბათქუნებდნენ.
ჩვენ ასეთ გამოკითხვებს ვერ ვენდობით! – სამართლიანად აღნიშნავს დღევანდელი “რეზონანსი” (რომლის ვებ-გვერდიც, რა დასამალია და HTML/Infected.WebPage.Gen2 HTML script virus-ითაა დაავადებული).
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___