რატომაა სასარგებლო, თუკი პუტინი საქართველოს ეწვევა?

27 ოქტომბერს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი კიევში ჩაბრძანდა.

ორგანიზაცია Femen-ის წევრები მას საპროტესტო პერფორმანსით შეეგებნენ: წელზემოთ გაშიშვლებული უკრაინელი გოგონები საპროტესტო პლაკატებით ხელში გასძახოდნენ პუტინს, რომ უკრაინაში მას არაფერი ესაქმებოდა და მოუწოდებდნენ, წაბრძანებულიყო იქ, საიდანაც ჩამობრძანდა.

“Украина – не Алина!” (უკრაინა ალინა არაა – იგულისხმება რუსეთის პრემიერის გულის ვარდი ალინა კაბაევა) – სკანდირებდნენ გოგონები. იმედი ნუ გაქვს, რომ მოგცემთ, ჩვენ რუსეთივით ვერ გვიხმარო…

უცნობი დარჩა, მოეწონა თუ არა პუტინს ასეთი დახვედრა, თუმცა მან კორტეჟის ავტომობილი გააჩერა და გოგონებს კარგა ხანს შეჰყურებდა, რაც (თუ რუსეთის პრემიერის ჩალურჯებული თვალით ვიმსჯელებთ) ნამდვილად არ მოეწონა ალინას.

დანარჩენი სურათები იხილეთ აქ

ჩვენ ორგანიზაცია Femen არ გვყავს, სამაგიეროდ გვყავს “ქალთა პარტია”.

ჰოდა, მზადება No1!

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements