სანდრო ბრეგაძე: “ტიტველი ბუდას ყურებას ტიტველი ქალების ცქერა მირჩევნია!”

big buddhaსიონის საკათედრო ტაძრის წინ, ქართველთათვის წმინდა ადგილას ხუთმეტრიანი ბუდას კერპი დაიდგმება, – ამის შესახებ მედია-სააგენტოებს სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

ეს უბრალო ახირება არ გეგონოთ, ეს გახლავთ მიზანმიმართული დივერსია სულიერებისა და ჩვენი სიწმინდეების წინააღმდეგ, – ბრძანა ბატონმა ბრეგაძემ, – ხალისუფლების მიზანია, ხალხი ტაძრებს მოწყვიტოს და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში შთააგდოს ისე, როგორც გეჰენიის ცეცხლში! ამიტომ, მთელი ქართული საზოგადოება უნდა დაირაზმოს და მოითხოვოს, რომ ეს ქანდაკება არ დაიდგას!

ჟურნალისტთა შეკითხვაზე, თუ რას აპირებს ბატონი ბრეგაძე, თუკი ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არ შეცვალა, მან განმარტა:

– ხელისუფლების გონიერების იმედი არ მაქვს, მაგრამ შევახსენებ მათაც და თქვენც, თუ რა მოხდა ავღანეთში 2001 წელს, როდესაც ბუდას ორი უზარმაზარი კერპი თალიბებმა დაანგრიეს… იმათ მარჯვენას გაუმარჯოს!.. ახლა მეუბნებიან, ასეთი ქანდაკება ხომ პარიზშიც დგასო… მერედა რა? პარიზში ქუჩაში კოცნაობენ, ჩვენც მივბაძოთ? ან, თუ მაინცადამაინც პარიზი მოსწონთ, რაღა ამ ბუდას დაეტაკნენ? ბუდას ქანდაკების გადმოტანას, არ სჯობს, “მულენ რუჟი” გადმოვიტანოთ? ტიტველი ბუდას ყურებას მე პირადად ტიტველი ქალების ცქერა მირჩევნია, – გაგვანდო თავისი გულის წადილი ბატონმა სანდრომ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___


პორნო-ქანდაკება და გარყვნილების ზეიმი ბათუმში

14 thoughts on “სანდრო ბრეგაძე: “ტიტველი ბუდას ყურებას ტიტველი ქალების ცქერა მირჩევნია!””

  1. კარგი რა!! სანდრო, უყურე ტიტველ ქალებს. ბუდა არაფერს არ შეუშლის ხელს სულიერებას, დივერსია არა საზამთრო.
    თან სხვისი რელიგიის სიმბოლოს შეურაცყოფა ”ტიტველი ბუდა” და ა.შ. რა სინდისია.

    მე მომწონს ის, რომ თბილისი ლამაზდება ნუ შეხედავ ბუდას შევარდი ქალების საუნაში და იყურე ქალებს თუ მაინცდამაინც ვერ ითმენ.

    ჩემით გავალ.

    Like

    1. მე დავლინკე ეგ სიმღერა და როგორ არ მეცოდინებოდა 🙂 ეს ჩემი ბლოგია.
      და ის მეორეც სადაც მთელი პოსტი მაქვს მაგ ქალზე. 🙂

      Like

დისკუსია დახურულია.