ქართველი ბლოგერები პატრიარქის მოწოდებას ეხმაურებიან

“ენამ გადაარჩინა ერი, ქართული ენა და ჩვენი სარწმუნოება გადაარჩენს მომავალს. ვფიქრობ, რომ მაღაზიის ან რომელიმე დაწესებულების წარწერა უნდა იყოს სამივე ანბანით. ამით ჩვენ ვასწავლით ჩვენ ახალგაზრდებსა და ხალხს სამივე დამწერლობას – ასომთავრულს, ნუსხა ხუცურს, და მხედრულს. ამიტომ მე მივმართავ ყველას, გასაკუთრებით ბიზნესმენებს, რომ დაიწეროს მათ დაწესებულებზე სამივე დამწერლობით.”

საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

პატრიარქის მოწოდებას ქართულ დამწერლობათა პოპულარიზაციის თაობაზე დღეს “მართლმადიდებელ ბლოგერთა კავშირმა” (მბკ) დაუჭირა მხარი. კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ის ბლოგერები, რომლებიც თავიანთ პოსტებს ასომთავრულითა და ნუსხა-ხუცურითაც განათავსებენ, წახალისდებიან – კერძოდ, მათ გადაეცემათ სხვადასხვა საჩუქრები, “მბკ”-ს VIP-ბარათები და უფასო სარეკლამო ადგილი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.”

წლის ბოლომდე სწორედ ამგვარი წახალისების მეთოდები იქნება გამოყენებული, მაგრამ მომავალი წლიდან ურჩ ბლოგერებს, რომლებიც კვლავ ჯიუტად განაგრძობენ მხოლოდ მხედრულზე პოსტვას და ქართული დამწერლობის სამების ერთობას დაარღვევენ, “მართლმადიდებელ ბლოგერთა კავშირი” სანქციებითაც ემუქრება, თვით ბლოგების გათიშვამდე.

“გაითიშება არა მხოლოდ ქართულ სერვერზე განთავსებული ბლოგები, არამედ უცხოურ სერვერებზეც”, – ნათქვამია “მბკ”-ს განცხადებაში.

ჩვენი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი წინასწარი შეთანხმება მართლაც მიღწეულია LiveJournal-სა და Blogspot-თან, თუმცა, როგორც “მბკ”-ს ანონიმური წყაროსგან შევიტყვეთ, Wordpres-ის დამფუძნებელი მეთ მულენვეგი ქართული ურჩი ბლოგების გათიშვის კატეგორიული წინააღმდეგია. “მულენვეგი სატანისტი და მასონია, თუ მასთან კომპრომისი ვერ ვიპოვნეთ, “მართლმადიდებელ ბლოგერთა კავშირი” “ვორდპრესის” ბოიკოტირების აქციებს დაიწყებს,” –  გაგვიმხილა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა ამ ეტაპზე არ ისურვა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

4 thoughts on “ქართველი ბლოგერები პატრიარქის მოწოდებას ეხმაურებიან”

  1. ar mesmis ratom gaxda patriarki sagadao tema qartveli blogerebistvis. sxva tema veraferi nahet?
    vfiqrob bevrad ufro seriozuli problemebi gvaqvs qvekanashi patriarqze rom ar igadaot.

    Like

    1. ვფიქრობ, ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ყველასი არის ფობიები. იგივე ქსენოფობია და სიახლეებისა და ცვლილებების შიში და კრიტიკული აზროვნების შიში, ისევე როგორ იუმორისა და თვითირონიის ნაკლებობა.

      განზოგადება კი არაა საჭირო. ბლოგერებიც ადამიანები და ინდივიდები ვართ, ხშირად ძალიან განსხვავებულები და არა ერთფეროვანი მასა ან კორპორაცია.
      თუ ჩემი ნაწერი არ მოგწონს, არ ნიშნავს რომ მოსაწონს ვერაფერს ნახავ სხვებთან.

      Like

  2. როგორც “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” თუ ვინცაა არის ერთი უკიდურესობა, ისეა მეორე უკიდურესობა ის ხალხი, რომელსაც ყველაფერი რაც რელიგიასთანაა დაკავშირებული აღიზიანებს და აცოფებს და ყველაფერი დასაცინად გამოაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა ფობიები კი არა, “საზღვარია” რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ვერ ვამჩნევთ და ვერ ვხვდებით სად უნდა დავამუხრუჭოთ, იმიტომ რომ ძალიან შორს ვიჭრებით და უნდა გავჩერდეთ.
    იმ მმკ–ს მეტი საქმე არ აქვს და არც მეტი გაქანება (გონებრივი), რომ ბლოგერებს ბლოგები გაუთიშოს ან ჰელოუინი დაარბიოს, მაგრამ ამ ბლოგერების დიდ რაოდენობასაც მეტი პრობლემა, გარდა პატრიარქის დაცინვისა, არ აქვს როგორ ჩანს.
    ხოდა ასე, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე..

    Like

დისკუსია დახურულია.