ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე ახალი ძალა ამობრწყინდა

ახალი პოლიტიკური გაერთიანებას, ქართული რეალობისთვის ერთობ ახალი და ორიგინალური სახელწოდებით – “ქართული პარტია”, სათავეში ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ჩაუდგებიან.

პარტიის პრეზენტაცია 12 ოქტომბერს, 13:00 საათზე “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა, სადაც პარტიის სახელწოდების, მიზნებისა და გეგმების შესახებ განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა. მისი თქმით, პარტია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოახდენს, ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს და, თუ დრო მორჩა, ევროპულ ინსტიტუტებშიც ინტეგრირდება.

მოსალოდნელია, რომ პარტიაში მალე სხვა ცნობილი პოლიტიკური ლუზერებიც გაწევრიანდნენ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და კულტურის სფეროს მოღვაწეები.

აქვე გთავაზობთ ღია წერილს, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილმა  ვანო მერაბიშვილს მიმართა პარიზიდან:

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

One thought on “ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე ახალი ძალა ამობრწყინდა”

დისკუსია დახურულია.