დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვევა

“თქვენ ახლა დიდ საქმეს აკეთებთ და ამას პრესის გასაგონად ვლაპარაკობ. ყველა ამ კაცზე – მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს და შემდეგ ლაპარაკობენ საქართველოზე!”
დონალდ ტრამპი.

ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოში ბიზნესი ს დაწყებას დათანხმდა, – ამის შესახებ სააგენტო პირველი იუწყება.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია ბიზნესმენს იმ თაუერში შეხვდა, სადაც ტრამპის ოფისია განთავსებული. შეხვედრას დონალდ ტრამპის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც დაესწრნენ.

ქართულმა მხარემ ამერიკელ მილიარდერს აჭარაში მიმდინარე აღმშენებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ის პროექტები გააცნო, რომლებიც ბათუმში ხორციელდება.
დონალდ ტრამპი მონათხრობით მოიხიბლა და ბათუმს ევროპული სტილის ქალაქი უწოდა.

ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც Trump Tower ახლა უკვე საქართველოშიც აშენდება. მშენებლობისთვის კონკრეტული ადგილი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, პროექტი სახელწოდებით “საქანელა”, თბილისში, ბათუმში ან ბობოყვათში განხორციელდება. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ამერიკელი ბიზნესმენი ინვესტიციას ჩადებს.

ამერიკელმა მილიარდელმა მიხეილ სააკაშვილს “მის მსოფლიოს” მონაწილეთა ჟურნალი და მასში ქართველი კონკურსანტის, ნანუკა გოგიჩაიშვილის ფოტოც უჩვენა. პრეზიდენტმა კი ტრამპს განუცხადა, რომ ეს მისი პრესმდივნის, ნათია ბანძელაძის ქალიშვილია. ბიზნესმენი პრეზიდენტის პრესმდივნით მოიხიბლა და მას სილამაზის კონკურსში მონაწილეობისკენაც მოუწოდა.

დონალდ ტრამპი საქართველოს უახლოეს ხანებში თავად ეწვევა და თბილისის გარდა ბათუმსა და მესტიას მოინახულებს. ის 2011 წლის მის საქართველოს შერჩევაში მიიღებს მონაწილეობას და სოფო ნიჟარაძესთან ერთად დუეტში შეასრულებს სიმღერას Men in Black.

© Tony Clifton Digital Media Ltd. Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

1 thought on “დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვევა”

  1. სოფო ნიჟარაძესთან ერთად დუეტში შეასრულებს სიმღერას Men in Black.

    xaxaxaxaxaxaxaxaxaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
    aaaaaaaaaa
    gadavbJirdi 😀 😀 😀 😀 😀

    ამის შესახებ სააგენტო პირველი იუწყება.

    am pirvels Tu vinme kiTxulobda ar megona 🙂

    Like

დისკუსია დახურულია.