დავასუფთაოთ მსოფლიო!!!

17, 18, 19 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ ტარდება ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია “დავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა.

კამპანია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გარემოს გასაწმენდად მრავალ ქვეყანაში ატარებს ფართომასშტაბიან დასუფთავების აქციებს და ამ მიზნით აერთიანებს ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებსა თუ ცალკეულ მოქალაქეებს. 

წელს მსოფლიო გარემოსდაცვით კამპანიას საქართველოც უერთდება. ამასთან დაკავშირებით ცხადდება ვაკანსიები და ვიწვევთ მოხალისეებს შემდეგი ადგილების დასასუფთავებლად:

1. ნიუ იორქი:

– თაიმს სქვერი (2 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– 1335-ე ავენიუ (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– 53-ე ქუჩა (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– მე-7 ავენიუ (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

2. პარიზი:

– მონტენის პროსპექტი (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– ჯონ ქენედის პროსპექტი (2 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– მარსის მოედანი (2 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– ალექსანდრ დიუმას სახელობის მეტროს სადგური (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

3. პრაღა:

– ოქროს ქუჩა (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– ჩოტკოვოს ბაღები (2 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– კოსარკოვოს სანაპირო (2 დამსუფთავებლის ვაკანსია)

– კარლოსის ხიდი (1 დამსუფთავებლის ვაკანსია)

 

აქციის კოორდინატორები: არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა”.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

 

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

1 thought on “დავასუფთაოთ მსოფლიო!!!”

დისკუსია დახურულია.