ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს ჯენა ჯემისონი დაამშვენებს!

12-19 სექტემბერს კინომოყვარულებს დიდი საჩუქარი ელით – ბათუმის საავტორო კინოს მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF). ფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი – ბათუმის მერია.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე ოთხი წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში მან კინოკრიტიკოსთა და კინომოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგრამ წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულ დღესასწაულს გვპირდებიან. დაგეგმილია სასიამოვნო სიურპრიზებიც – ერთი მათგანის შესახებ უკვე ცნობილი გახდა: ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის საპატიო სტუმარი ცნობილი ირანელი კინორეჟისორი აბას კიაროსტამი იქნება, დაგეგმილია მისი პრეს-კონფერენცია და მასტერ-კლასი.

მეორე სიურპრიზს ორგანიზატორები სიურპრიზად ინახავდნენ, მაგრამ ჩვენმა სააგენტომ სანდო წყაროდან შეიტყო, რომ ბათუმის საიუბილეო მე-5 კინოფესტივალს ჯენა ჯემისონი დაესწრება!

ჯენა ჯემისონი ფესტივალის დახურვის საღამოს დაამშვენებს და ფესტივალის დასრულების შემდეგ ქართველი მსახიობებისთვის მასტერ-კლასებსაც გამართავს.

http://www.imdb.com/name/nm0001398/

ჩვენი დოსიე:

ჯენა ჯემისონი (მისი ნამდვილი სახელი და გვარი ჯენა მარია მასოლია) ცნობილი ამერიკელი პორნო-ვარსკვლავია. თავისი კაშკაშა კინოკარიერის მანძილზე ჯენამ 30-მდე X-კატეგორიის ფესტივალისა თუ კინოჩვენების ჯილდო დაიმსახურა. მას უფროსთათვის განკუთვნილი კინოს დიდების დარბაზში მოხვედრის პატივიც ხვდა წილად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი კალიბრისა და პარამეტრების მსახიობს ჯერ საქართველოს მიწაზე თავისი მადლიანი ფეხი არ დაუდგამს.

ამასთან, ჯენა ჯემისონის ბათუმში ყოფნა, გეი აღლუმების საუკეთესო პრევენციაცაა!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

9 thoughts on “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს ჯენა ჯემისონი დაამშვენებს!”

  1. ჯენა ჯემისონი ფესტივალის დახურვის საღამოს დაამშვენებს და ფესტივალის დასრულების შემდეგ ქართველი მსახიობებისთვის მასტერ-კლასებსაც გამართავს.

    msaxiobi ar var da masterklasze dascrebis uflebas ar momcemen? 😦

    Like

დისკუსია დახურულია.