რა საშიშროება მოაქვს ამერიკულ სიმინდს?

დღეს მწვანეთა პარტიის ოფისში პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც პარტიის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა გიორგი გაჩეჩილაძემ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყანაში ჯანმრთელობისთვის საშიში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტი დაიწყო.

აღნიშნული სიმინდის შემომტანია ამერიკული კორპორაცია “პიონერი”, რომელიც კარგა ხანია აფრიკის ქვეყნების სასურსათო გენოციდშია მხილებული და ახლა თავის საკვებისთვის უვარგისი სიმინდის ექსპორტს საქართველოში აპირებს.

ბატონი გაჩეჩილაძის განცხადებით, საშიში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის შემოტანა და საქართველოში მასობრივი გავრცელება ქართველ გლეხობას დააკაბალებს, ქართულ სოფლის მეურნეობას გაანადგურებს და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულმიწას კი წაწყმიდავს.

პრეს-კონფერენციაზე ბატონმა გაჩეჩილაძემ ამერიკული სიმინდის ტარო წარმოადგინა, რომელიც მწვანეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომუშავე პატრიოტების დახმარებით საიდუმლოდა და სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვეს.maize

“გთხოვთ, თავადაც გასინჯოთ, – მიმართა ბატონმა გაჩეჩილაძემ შეკრებილ ჟურნალისტებს, – ამერიკულ სიმინდს არც არომატი აქვს, არც გემო! და ამით აპირებენ მამა-პაპათა მიერ მოწეული ამაყი ქართული სიმინდის ჩანაცვლებას?!!!”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

5 thoughts on “რა საშიშროება მოაქვს ამერიკულ სიმინდს?”

  1. კინაღამ სერიოზული კომენტარი დავწერე 🙂

    რაღაც უცნაური ბლოგი გაქვს. სერიოზული თემები და პსოტები არეულია ასეთ პოსტებთან. :):)

    Like

    1. არა, რატომ? როგორც შენ უწოდებ “სერიოზული” პოსტებიც და “არასერიოზულიც” ერთსა და იმავე თემატიკაზეა და ერთსა და იმავე სათქმელს ამბობს – ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვცდილობ თუ გამომდის. 🙂

      Like

დისკუსია დახურულია.