რვაფეხა პაულის საფეხბურთო წინასწარმეტყველებანი

რვაფეხა პაული, რომელიც ობერჰაუზენის აკვარიუმში ბინადრობს, ფეხბურთის მოყვარულთა შორის უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. მეორე წელია ის საკვირველი სიზუსტით პროგნოზირებს გერმანიის საფეხბურთო ნაკრების შედეგებს 2008 წლის ევროპისა თუ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპინატზე. ევროპის ჩემპიონატის დროს მან ერთად-ერთი შეცდომა დაუშვა (თუმცა, ძალიან მნიშვნელოვან მატჩში) – ფინალში გამარჯვებული ვერ გამოიცნო – ჩემპიონობა გერმანიას მიაკუთვნა, თუმცა, მოგეხსენებათ, ესპანეთმა გაიმარჯვა. 2010 წლის მოფლიოს ჩემპიონატზე მისი პროგნოზები ჯერ-ჯერობით გასაოცარი სიზუსტით ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავად რვაფეხაც ორი წლისაა – წინასწარმეტყველის ნიჭი მას დაბადებიდანვე გამოაუვლენია.

თუმცა, ეს არც არის გასკვირი. როგორც ობერჰაუზენის აკვარიუმის თანამშრომელმა ოტო მაიერმა განგვიცხადა, რვაფეხა პაული არის შვილთაშვილი სახელგანთქმული რვაფეხა ოსვალდისა, რომელიც SS-ის შეფ, მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰაინრიხ ჰიმლერის კაბინეტში, დიდ აკვარიუმში ცხოვრობდა და ნაცისტებს დამარცხება უწინასწარმეტყველა მოსკოვთან და სტალინგრადთან. ის, უეჭველი, კურსკის ბრძოლის ბედსაც იწინასწარმეტყველებდა, ფიურერის ბრძანებით რომ არ შეეწვათ და არ მიერთმიათ სადილზე.

ამ ვანდალურმა აქტმა, ცხადია, ჰიტლერს ვერ უშველა და მან, როგორც კარგადაა ცნობილი, ცუდად დაამთავრა, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა პეტრე პეტრეს ძე შირშოვმა კი ოსვალდის პორტრეტი მის კაბინეტში დაკიდა.

რვაფეხა ოსვალდს ბევრი შვილი ყავდა, მათ შორის გამორჩეული იყო ფელიქსი – პაულის ბაბუა. ფელიქსმა იწინასწრამეტყველა ისტორიული შერიგების დღე საფრანგეთსა და გერმანიას შორის – ე.წ. ელისეს შეთანხმების ხელმოწერა საფრანგეთის პრეზიდენტის, შარლ დე გოლისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, კონრად ადენაუერის მიერ.

ფელიქსის შვილმა და პაულის მამამ, რვაფეხა კლაუსმა კი ბერლინის კედლის დანგრევა და გერმანიის გაერთიანება იწინასწარმეტყველა.

თუმცა, თავისი ცნობილი წინაპრებისგან განსხვავებით, პაული სრულიად აპოლიტიკურია და მხოლოდ ფეხბურთის მატჩების შედეგებს პროგნოზირებს. ობერჰაუზენის აკვარიუმის თანამშრომელთა ყველა მცდელობა, ის პოლიტიკურ დებატებში ჩაეთრიათ, კრახით დასრულდა.

ამჟამად რვაფეხა პაული ისვენებს და 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილოსნის გამოსავლენად ემზადება.

ურუგვაელები და გერმანელები კი განაჩენს ელოდებიან.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

Advertisements