ბერლინის კონსერვატორიის სტუდენტებს ამიერიდან ვუვუზელაზე დაკვრას შეასწავლიან

“ჩვენს სტუდენტებს ამიერიდან ვუვუზელაზე დაკვრას შევასწავლით”, – განუცხადა გაზეთ Zeit-ს ეისლერის სახელობის ბერლინის უმაღლესი მუსიკალური სკოლის (Hochschule für Musik „Hanns Eisler“ Berlin) რექტორმა იორგ ვაიგლემ, – “ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვუვუზელას მდიდარი მუსიკალური შესაძლებლობები აქვს.”

“ვუვუზელას მდიდარი მუსიკალური შესაძლებლობების” დემონსტრირებაც იქვე მოხდა – ბერლინის საკონცერტო დარბაზის სიმფონიური ორკესტრის (Berlin Konzerthaus Orcgestra) სამმა ჰობოისტმა ვუვუზელაზე შეასრულა რაველის “ბოლერო” და ბრამსის “პირველი ქორალი ვუვუზელასათვის”. ამით მათ პატივი მიაგეს გერმანიის ნაკრების წარმატებულ გამოსვლას 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

საინტერესოა, ქალბატონი მანანა დოიჯაშვილი რას გვეტყვის ამ საკითხზე? როდემდე უნდა მივჩანჩალებდეთ მსოფლიოში მიმდინარე მუსიკალური პროცესების კუდში???

შეიყვარე ვუვუზელა!

Advertisements