დიადი რუსი ჯუჯა

By Petra Procházková
Respekt, September 13, 2009

Trpaslík obrem

ეს რა ძნელი საქმე ყოფილა, მუდამ პირველი და ყველაზე უკეთესი იყო.

აი, ხრუშჩოვის დროს საბჭოთა კავშირმა 100 მილიონი ტროტილის ძალის ბომბი შექმნა. რუსებამდე ეს ვერვინ მოახერხა. ბომბი 1,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უზარმაზარ პარაშუტს გამოაბეს და თვითმფრინავიდან გადმოაგდეს. მანამდე ასეთი რამ თავშიაც კი არვის მოსვლია. ხუმრობა ხომ არაა – ამ პარაშუტიდან 12 მილიონი ქალის წინდა შეიკერებოდა.

ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენიც მოსკოვში უნდა აშენებულიყო, თუმცა კრიზისმა ის რამდენიმე სართულით ჩამოადაბლა. მაგიერ, რუსებს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდი – „ბურანი“ ჰქონდათ, მართალია ის მხოლოდ ერთხელ აიჭრა ზეცაში, მაგრამ, რა ვუყოთ მერე.

სამაგიეროდ, ბუნებამ დააჯილდოვა რუსეთი ყველაფერი ყველაზე დიადით, ყველაზე გრძელითა და ყველაზე მარადიულით. აი, მაგალითად, რუსეთშია მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბა – ბაიკალი. ციმბირში მსოფლიოში ყველაზე მეტი ყველაზე მკბენარა კოღოა და ქვეყნის ტერიტორიაც განა ყველაზე-ყველაზე არ არის? მთელი 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი.

ბოლოს და ბოლოს, განა რუსებზე არ მოდის ტექნიკის სფეროში პრაქტიკულად ყველა დიდი აღმოჩენა? თუმცაკი  გაგონილი გექნებათ სადღაც, რომ სინამდვილეში ეს ვიღაც ედისონი იყო, მაგრამ რუსულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, და რა ნება გვაქვს, არ დავუჯეროთ, პირველი ნათურა იაბლოჩკოვმა შექმნა, რადიო კი – პოპოვმა.

დიადი ერები, როგორიც რუსები არიან, დიადი ამბიციებით არიან შეპყრობილნი. გამომგონებლობასა და პროგრესში ისინი მილიონობით დიადი ტვინებისგან მომდინარე დიად ენერგიას დებენ. ჩვენ კი პატარა, ჩია და უცნობი ერები მადლიერნი უნდა ვიყოთ სმეტანასა და ქოლგიანი თხუნელისთვის.* სმეტანა და თხუნელა, სხვა თუ არაფერი, უწყინარი არსებები არიან.

რუსებისა და ამერიკელების პაექრობა ავადმყოფურ სახეს იღებს. ამერიკაში პოპულარული კონკურსია – Darwin Awards, რომელშიც იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სახალისო აღსასრულს ჰპოვებს. აი, მაგალითად, ახლახანს ერთმა კაცმა იხუმრა, ელექტროხერხით ყელი გამოიჭრა და, რა თქმა უნდა, პირველი პრიზიც მოიგო. დიდი წარმატება ხვდა იმ ახალგაზრდასაც, ვინც იმარჯვა და კლიზმის საშუალებით სიკვდილამდე გამოთვრა.

ამის გაგონებამ რუსები გაახელა და რუნეტში სასწრაფოდ გაჩნდა რუსული დარვინის კონკურსი. ყველაზე დიდი პოპულარობა იმ ადამიანს ერგო, რომელმაც სამართებლით გამოიღადრა ყელი, მაგრამ მთლად რიგიანად ვერ გამოუვიდა – თავი მეტისმეტად უკან გადააგდო და მანამ სისხლისგან დაიცლებოდა, სასწრაფომ მიუსწრო. ექიმმა ის დატუქსა და ასწავლა, როგორ უნდა ყელის გამოჭრა, ჰოდა, როდესაც რუსი საავადმყოფოდან გამოწერეს, მან ყველაფერი უშეცდომოდ, ოსტატურად გააკეთა და სასწრაფოს მისვლამდე ყველაფერი მოიმთავრა.

მე ვერ ვიქნები ორი დიდი სახელმწიფოს შეჯიბრის მსაჯული. ძნელია თქმა – ვინაა უკეთესი… მაგრამ ამბობენ, რომ რუსი ჯუჯა ყველაზე ზორბაა.

* ყველა ბავშვისთვის საყვარელი ჩეხური ანიმაციური ფილმია (LV).

© Respekt Publishing a.s.
© LV (ქართული თარგმანი, 2009)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორის შესახებ:
პეტრა პროხაზკოვა
ცნობილი ჩეხი ჟურნალისტია. სსრკ ყველა ცხელ წერტილში უმუშავია, მათ შორის საქართველოშიც. 2000 წელს ჩეჩნეთში ჩატარებული “ზაჩისტკების” გაშუქების გამო რუსეთიდან გააძევეს. მისი მეუღლე წარმოშობით ინგუში იყო, იბრაგიმ ზიაზიკოვი, ჩრდილო კავკასიაში ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია Člověk v tísni-ში მუშაობდა. 2003 წელს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს და მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
თავად პეტრა პროხაზკოვა ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ ორგანიზაცია Berkat-ს, რომელიც ომის მსხვერპლთ ეხმარება.
2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს დასავლეთს აკრიტიკებდა უღიმღამო და დაგვიანებული რეაქციისთვის.

***

თარგმანი – ჩემია, მაგრამ რუსულიდან და ცოტა თავისუფალი.
იმედი მაქვს, ამით სტატიას ბევრი არ მოკლებია. 🙂

spass_kleiner_maulwurf

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “დიადი რუსი ჯუჯა”

დისკუსია დახურულია.