ენდი გარსია გადადგა

ლეიბორისტები მორიგ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ:

როგორც დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ ჟურნალისტებს ამცნო, საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელმა ენდი გარსიამ გადადგომის განცხადებაზე მოაწერა ხელი.

გუგავამ, კერძოდ, განაცხადა:
“ჩვენი პარტიის მიერ კანცელარიაში ჩანერგილმა პიროვნებამ, რომლის სახელსაც, მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ვერ გაგიმხელთ, 19 ოქტომბერს, ენდი გარსიას – მის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შესრულების მომენტში – გადასცა შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ გადადგომის  განცხადება და ავტოგრაფი სთხოვა. ენდი გარსიამ ქაღალდზე ხელი მოაწერა.”

კითხვაზე, თუ რამდენად ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს ეს დოკუმენტი, გიორგი გუგავამ განმარტა:
“ცხვირი გავს? – გავს. თვალები გავს? – გავს. შუბლი გავს? – გავს. ესე იგი – ლეგიტიმურია! ამასთან, ბატონმა შალვა ნათელიშვილმა უკვე მიიღო მილოცვა ამერიკის პრეზიდენტის როლის შემსრულებელ ჰარისონ ფორდისგან.”

კითხვას შალვა ნათელაშვილის გეგმების შესახებ, გიორგი გუგავამ ასე უპასუხა: “საქართველოს პრეზიდენტი შალვა ნათელაშვილი უახლოეს მომავალში წარსდგება ქართველი ერის წინაშე გადაცემა “ნანუკას შოუში” და თავად განაცხადებს მისი სამომავლო გეგმების შესახებ.”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

მოიხდის თუ არა ენდი გარსია ბოდიშს?
ენდი გარსიამ ბოდიში მოიხადა!!!


Advertisements