გუანტანამოს ციხის ტუსაღები ლეიბორისტულ პარტიაში გაწევრიანდნენ

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-რილიზი იუწყება, აშშ-მ საქართველოს გუანტანამოს ციხეში მყოფი სამი პიროვნება გადასცა, რომლებიც საქართველოს მეურვეობისა და კონტროლის ქვეშ იქნებიან.

ამ ფაქტმა ქართული ოპოზიციის ნაწილისა და რიგი ექსპერტების გულისწყრომა გამოიწვია.

მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის პეტრე მამრაძის აზრით, გუანტანამოს ციხის პატიმრების ჩამოყვანით საქართველოში ტერორიზმის რისკი იზრდება.

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში გუანტანამოს ციხის ათეულობით პატიმარი აღმოჩნდება.

“ხალხის პარტიის” ლიდერიs, კობა დავითაშვილის თქმით, პატიმრების საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი გუანტანამოს პატიმრების საქართველოში გადმოყვანას ტერორიზმის საფრთხედ აღიქვამს.

მაგრამ ყველანი საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის წარმომადგენლებმა დაამშვიდეს.

პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ლეიბორისტების იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა რომ ტერორისტების გუანტანამოში ძებნა სისულელეა, როდესაც მთავარი ტერორისტი პრეზიდენტის რეზიდენციაში ზის. ბატონი შალვა ნათელაშვილი შეხვდა საქართველოში გადმოყვანილი გუანტანამოს ციხის სამივე პატიმარს და მათ ტერორიზმზე ხელი ააღებინა. ბატონ შალვასთან საუბრის შემდეგ, ეს ადამიანები საქართველოს ზიანს აღარ მოუტანენ, – დაამშვიდა შეკრებილნი კახა ძაგანიამ, – მეტიც, ისინი მზად არიან ჩვენი ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ და ლეიბორისტული პარტიის რიგებს შეუერთდნენ. ხვალ დილით მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ პარტიული წიგნაკები, რის შემდეგაც, ისინი როგორც რიგითი ჯარისკაცები, შეუერთდებიან სააკაშვილის რეჟიმთან ჩვენს ბრძოლას! – განაცხადა ბატონმა ძაგანიამ.

გუანტანამოს თავზე ლეიბორისტული დროშა ფრიალებს!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements