არჩევნების შემდეგ: ვერ შევცვალეთ?

იმიტომ რომ, აგრესიული სლოგანი “ჩვენ შევცვლით” სრულ შეუსაბამობაში იყო “ალიანსის” მშვიდ, თითქმის კამერულ საარჩევნო კამპანიასთან და მისი ლიდერის არამტკიცე, მერყევ და, ზოგ შემთხვევაში, გაუგებარ ნაბიჯებთან.

ესეც რომ არა, სლოგანი “ჩვენ შევცვლით” იმთავითვე არასწორად იყო შერჩეული. ის უფრო “ეროვნულ საბჭოს” გამოადგებოდა – პოლიტიკურ ძალას, რომელიც პრაქტიკულად ყველა საკითხზე ხელისუფლებისგან განსხვავებულ გზას გვთავაზობდა ამომჩევლებს. ალასანიასა და უგულავას შორის კი ბევრად მეტია საერთო, ვიდრე ეს ლოზუნგს – “ჩვენ შევცვლით” მიღმა ჩანს.
– მედასავლეთეობა და პრო-ნატოურობა დღეს სწორედ ამ ორ ჯგუფს გამოარჩევს;

– მემარჯვენე ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების აუცილებლობაზე სწორედ ეს ორი ჯგუფი საუბრობდა (თუმცა, წინასაარჩევნოდ შეყრილი მემარცხენეობის ბაცილის თანხლებით);

– როგორც გამოჩნდა, მხოლოდ ამ ორ ჯგუფს ესმის, რომ ერთადერთი, რასაც პროტექციონიზმი ხელს უწყობს, ეს ეკონომიკური ჩამორჩენაა;

– საზოგადოების რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციას ეს ორი ჯგუფი არ ჰგუობს;

– სხვადასხვა სახის ფობიების წახალისებას ეს ორი ჯგუფი უპირისპირდება;

ჩემონათვალი, შეიძლება, გავაგრძელოთ – შესაბამისად, ალასანიაც და უგულავაც ბევრი თვალსაზრისით მსგავს ელექტორატზე მუშაობენ. უგულავა რომ არა, ალასანია მის ამომრჩეველთა ნაწილს თავისკენ გადაქაჩავდა, ისევე როგორც, ალასანიას ამომრჩეველთა მეორე არჩევანი იყო სწორედ უგულავა და არა ჭანტურია ან ძიძიგური.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, “ალიანსის” საარჩევნი კამპანია უნდა დაფუძნებოდა განსხვავებულ კონცეფციას: არა “ჩვენ შევცვლით!” არამედ, რაღაც ამის მსგავსს – “გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ჩვენ ამას უკეთესად გავაკეთებთ”.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)