მწერალთა კავშირი ერეკლე დეისაძის რუსთაველის პრემიაზე წარდგენას კატეგორიულად უარყოფს!

გუშინ საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მწერალთა და ხელოვანთა კავშირის მიერ ერეკლე “ეკო” დეისაძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე წარადგენის შესახებ, რასაც კავშირის პრეს-ცენტრი დღეს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“უფლებამოსილნი ვართ, განვაცხადოთ, რომ 2010 წლის 6 მაისს გავრცელებული ინფორმაცია, მწერალთა კავშირის მიერ ერეკლე დეისაძის შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე წარდგენის შესახებ, კატეგორიულად არასწორია.
ერეკლე დეისაძე ჩვენს მიერ წარდგენილია არა შოთა რუსთაველის სახელობის, არამედ საქართველოს ეროვნულ პრემიაზე.

ვთხოვთ ყველა საინფორმაციო სააგენტოს, დაუყონებლივ გამოასწოროს მათ მიერ დაშვებული სამწუხარო შეცდომა!

საქართველოს მწერალთა და ხელოვანთა კავშირის პრეს-ცენტრი, 2010 წლის 7 მაისი.”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ერეკლე დეისაძე რუსთაველის პრემიაზე წარადგინეს

Advertisements