შორენა ბეგაშვილი რესპუბლიკური ლიგის მედლით დააჯილდოვეს

როგორც სააგენტო ფრანს-პრესი იუწყება, “საერთაშორისო რესპუბლიკურმა ლიგამ” თავისი ყოველწლიური ჯილდოს 2009 წლის გამარჯვებული გამოავლინა – ეს ჩვენი თანამემამულე შორენა ბეგაშვილია.

ლიგის ამჟამინდელი პრეზიდენტის, შარლ გრეგუარის განცხადებით, შორენა ბეგაშვილი 12 ნომინანტს შორის გამოარჩიეს.

“ქალბატონმა ბეგაშვილმა ევროპის რუკაზე კიდევ ერთი მონარქისტული სახელმწიფოს გაჩენა არ დაუშვა, – განმარტა გრეგუარმა, – ჩვენმა ლიგამ ღირსეულად დააფასა საქართველოში მონარქისტული იდეის დამარცხებაში მის მიერ შეტანილი წვლილი და 11 სხვა პრეტენდენტთან შედარებით, უპირატესობაც მიანიჭა. ამდენად, სწორედ ქალბატონი  ბეგაშვილი გახდა “საერთაშორისო რესპუბლიკური ლიგის” ჟან-პოლ მარატის სახელობის ჯილდოს გასული წლის მფლობელი.”

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო რესპუბლიკური ლიგა” (LRI) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის სათაო ოფისი ჟენევაშია განლაგებული. მისი მიზანია მთელს მსოფლიოში რესპუბლიკური იდეების გავრცელება და ანტი-მონარქისტული საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროპაგანდა.

რესპუბლიკური და ანტი-მონარქისტული იდეების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის  ლიგას რამდენიმე საპატიო ჯილდო აქვს დაწესებული, რომელთა შორისაცაა ჟან-პოლ მარატის სახელობის მედალი.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

%d bloggers like this: