გვაქვს თუ არა უფლება, ვიყოთ სატანისტები?

დღეს 2 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ჰელოუინი მოვილიეთ.

ამჯერად – უფრო მშვიდობიანად, დიდი მუშტი-კრივის გარეშე, მაგრამ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის თანხლებით.

ანტი-ჰელოუინისტებმა ჰელოუინისტებს სატანიზმში დასდეს ბრალი, აქაოდა, ჰელოუინი ყველა ჯურის ეშმაკეულთა ზეობის დღესასწაულია და რა გეზეიმებათო.

ჰელოუინისტები შეეცადნენ, განემარტათ, რომ ჰელოუინი უბრალო მასკარადია, ეშმაკეულებთან ხელი არ აქვს და თუ რამ მსგავსი ოდესმე ედო საფუძვლად – ეს აღარავის ახსოვს…

მაგრამ, კაი და ახსოვს. დავუშვათ, რომ ჰელუინი სატანისტების დღესასწაულია და რა მერე? რომელიმე კანონი კრძალავს სატანისტობას?

საქართველოს კონსიტუცია, ასე იყო და ახლა თუ შეცვალეს არ ვიცი, რწმენის თავისუფლებას ფუნდამენტალურ უფლებად აცხადებს: ყოველ ადამიანს აქვს სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

სატანიზმი ერთი რიგითი რელიგიურ/ფილოსოფიური მიმდინარეობაა და, შესაბამისად, სანამ ის არსებობს მშვიდობიანი ფორმებით და არ არღვევს კანონს, საქართველოს კონსტიტუცია მასაც უნდა იცავდეს.

რა თქმა უნდა, ქრისტიანის თვალსაზრისით, სატანა ბოროტების სიმბოლოა, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, სატანიზმი არ ეფუძნება სახარებისეულ გაგებას. მათ თავიანთი წიგნები აქვთ და თავიანთი შეხედულებები, შესაბამისად, სატანისტები თაყვანს სცემენ არა სახარებისეულ ბოროტების მეუფეს, არამედ მათებურ ლუციფერს – განმანათლებელს. ისინი თაყვანს სცემენ ინდივიდუალიზმს, შემეცნებას, სკეპტიციზმს და ცოდნას. ისევე როგორც ბუნტს. თუმცა, ეს ბუნტი არ არის სისხლიანი. მათი თაყვანისცემის ობიექტი არის ბუნტი, როგორც კულტურული ფენომენი. ბუნტი შიშის წინააღმდეგ. ბუნტი ბრმა რწმენის წინააღმდეგ. ბუნტი საკუთარი გზის მოსაპოვებლად. ამგვარ ბუნტს ხოტბა შეასხა ალბერ კამიუმ “მეამბოხე ადამიანში”. ამგვარ სატანაზე, როგორც ლუციფერზე, საუბრობს ჯეიმს ფრეზერი ძველი აღთქმის ფოლკლორზე საუბრისას.

რწმენას იმის შესახებ, რომ სატანიზმი ბოროტებაა და სატანისტები კი – საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები, აგრეთვე რამდენიმე მითი უდევს საფუძვლად.

– მითი იმის შესახებ, რომ “კუდიანები” იყვნენ სატანისტები…
იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ ალქაჯობისა და “კუდიანობის” ბრალდენით ეკლესიის და რწმენის “დამცველებმა” უამრავი სრულიად უდანაშაულო ადამიანი მოხრაკეს ცეცხლზე – არანაირი კავშირი შუა საუკუნეების “კუდიანებს” სატანიზმთან, როგორც რელიგიურ თუ ფილოსოფიურ მიმდინარეობასთან არ ჰქონიათ.

– მითი იმის შესახებ, რომ სერიული მკვლელები იყვნენ სატანისტები…
იყვნენ სერიული მკვლელები, რომლებსაც სატანის ხმა “ჩაესმოდათ”, თუმცა, იყვნენ სერიული მკვლელები, რომლებსაც თავი ჭეშმარიტ ქრისტიანებად და “ცოდვასთან” და “უწმინდურობასთან” მებრძოლ რაინდებად წარმოედგინათ.

– მითი იმის შესახებ, რომ ე.წ. “შავი მესის” დროს ადამიანთა მსხვერპლშეწირვა ხდება…
არც ერთი არსებული სატანისტური ეკლესია მსხვერპლშეწირვას ან რაიმე ფორმით ხორციელ სასჯელს და თვითგვემას არ ცნობს და, შესაბამისად, ის არც აღესრულება. მეტიც, განსხვავებით მუსულმანური თუ ქრისტიანული დღესასწაულებისა, სატანისტური დღესასწაულების დროს ცხოველის მსხვერპლშეწირვაც კი არ ხდება, რამდენადაც მსხვერპლშეწირვას სატანიზმი უარყოფს, როგორც ქრისტიანულ რიტუალს.
სხვათა შორის, თავად ტერმინი “შავი მესა” ბევრი სატანისტის მიერ მიიჩნევა, როგორც “რასისტული” და ეს დასახელება არ გამოიყენება.

სატანიზმი გულისხმობს სიყვარულს, ოღონდ მათ მიმართ, ვისაც ამ სიყვარულის დაფასება შეუძლია, პასუხისმგებლობას, ოღონდ მათ მიმართ, ვინც თავად არიან პასუხისმგებლობის გრძნობით აღვსილნი და პატივისცემას, ოღონდ მათ მიმართ, ვისაც თავად შეუძლიათ სხვათა პატივისცემა. ამასთან, სატანიზმი საკუთარ თავს არ აყენებს ქვეყანაში არსებული კანონების მიღმა ან მასზე მაღლა, ამდენად, კანონმაც ზუსტად ისევე უნდა დაიცვას სატანისტი, როგორც ნებისმიერი სხვა კულტის მიმდევარს იცავს…
მაგრამ, იცავს კი?

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

***

ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ
უნიფხვო მულტიკულტურულობა


P.S.
ინფორმაცია სატანიზმზე მოვიძიე აქ:
http://www.dmoz.org/Society/Religion_and_Spirituality/Esoteric_and_Occult/Satanism/Organizations/
http://www.theisticsatanism.com/other.html
http://www.churchofsatan.com/home.html
http://www.ordo-luciferi.org/
etc…

P.P.S.
სატანიზმის მიმდევარი ცნობილი “ფეისები”, ვისაც თავად აქვთ გაცხადებული მათი რწმენის შესახებ (ჩამონათვალში უმრავლესობა მუსიკოსია): Kenneth Anger, King Diamond, Teresa Hidy, David Vincent, Marilyn Manson, Aaron Joehlin, Boyd Rice, Marc Almond, Matt Skiba, Derek Grant, Balls Mahoney, Sterling James Keenan, Michael Moynihan, Valentino Liberace, Matthew McRaith, Sammy Davis Jr.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)