ამა წლის 14-15 ოქტომბერს, ქუვეითში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს – მხარეებმა განიხილეს საქართველოში ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო სფეროებში ქუვეითური ინვესტიციების დაბანდების საკითხი.
შეხვედრამ პროტოკოლით დაგეგმილი ნახევარი საათის ნაცვლად საათ-ნახევარი გასტანა.
საქართველოს პირველი ლედი შეხვდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს და მასთან საქართველოსა და ქუვეითურ მხარეს შორის კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ბებია შეხვდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრის სიდედრს. საუბარი შეეხო ახალგაზრდა თაობების ტრადიციული ფასეულობებით აღზრდის საჭირბოროტო საკითხს. ასევე ლეღვის კომპოტისა და ფინიკის ხილფაფის მომზადებისა და სოდის მიღების წესს.
პროტოკოლით განსაზღვრულზე ხანმოკლე აღმოჩნდა საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ბოლოს დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის კატასა და ქუვეითის პრემიერ-მინისტრის ძაღლს შორის, ვინაიდან მხარეები, სამწუხაროდ, ვერც ერთ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და ქუვეითის პრემიერ-მინისტრის ძაღლმა საქართველოს პრეზიდენტის კატას ყური მოაჭამა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ დამალულ ამ დიპლომატიურ ინციდენტს, საბედნიეროდ, დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რაშმორის მთის” დამფუძნებელი დეივიდ აიქიუ შეესწრო.
შუბი ხალათში არ დაიმალება!
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___