მიეცი ნიჭსა გზა ფართო…

არის ეგეთი კაცი – ნიკო ნერგაძე, ნიჭიერი ადამიანია. ბევრი როგორც ჟურნალისტს ისე იცნობს, ბევრსაც “ფლეიბოის” რედაქტორად დაამახსოვრა თავი, ზოგისთვის კიდევ მეტრი და პედაგოგია.

საქართველო იმითაც გამოირჩევა დანარჩენი მსოფლიოსგან, რომ აქ გაკოტრდნენ “ფლეიბოი” და “ლაკოსტი”, ჰოდა, “თავისუფლების” ბლოგზე ნიკო ყვება ამბავს, რატომ ვართ ასეთი უნიკალურები და რით ვერ “გაქაჩა” ფლეიბოიმ საქართველოში.

ვინ გაიხადა. ვინ არ გაიხადა. რატომ არ გაიხადა. რამდენად გაიხადა… მაგრამ სხვა პასაჟია უფრო საინტერესო:

კიდევ, აი რაზე მწყდება გული. ქუჩაში შემხვდა გოგა ხაინდრავა, რომელსაც არ ვიცნობდი და მითხრა, თუ დაინტერესდებით, ერთ ფოტოსესიას მე გადავიღებ, ოპერატორი და რეჟისორი ვარ და ეგ საქმე ვიციო. იდეა ძალიან მომეწონა. ახლაც მგონია, რომ საინტერესო გამოვიდოდა, მაგრამ რაღაც თავიდან არ აიტაცა არავინ და მერე ჟურნალიც დაიხურა.

თავის დროზე ჰიტლერი სამხატვრო აკადემიიდან რომ არ გამოეგდოთ – არც ჰოლოკოსტი იქნებოდა და არც მეორე მსოფლიო ომი. ერთი (მო)ნიჭიერო მხატვრით მეტი გვეყოლებოდა და… ეგაა სულ.
ავიტანდით როგორმე.

ჰოდა, ნეტავ, როდის უნდა გვასწავლოს ისტორიამ რამე???

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: