ფოთის პორტი შავიზღვისპირეთიდან გადააქვთ?

როგორც ცნობილია, ფოთის ნავსადგურის და მისი მიმდებარე მიწის ფასიანი ქაღალდების 51 პროცენტი და მასზე დამაგრებული 304’637 კვ.მ მიწის ნაკვეთი არაბულ “რაკ ინვესტმენტს” 2008 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა.

საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, “რაკ ინვესტმენტი” რეგიონში დიდი ინვესტიციების შემოტანას აპირებდა, ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას მთელი ინფრასტრუქტურით და მეტიც, არსებული ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ ნავსადგურის აგებასაც კი გეგმავდა.

ახალი ნავსადგური დაახლოებით 100 ჰექტარ ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო, და იქ როგორც საკონტეინერო ტერმინალი, ასევე, მოგვიანებით მშრალი ტვირთების გადასამუშავებელი ტერმინალიც უნდა აშენებულიყო.

თუმცა, ცნობილი ეკონომიკური ექსპერტის ნიკა ჰორაველაშვილის განმარტებით, არაბული კომპანია სინამდვილეში ფოთის პორტის დაშლას და მის რუბ’ალ’ხალის რაიონში გადატანას აპირებს.

ექსპერტის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებასა და არაბულ კომპანიას შორის შესაბამისი მემორანდუმი ორი დღის წინ გაფორმდა.

ეკონომიკური ექსპერტის აზრით, ეს საქართველოს დაუკარგავს რეგიონში უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკური, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს, ვინაიდან შეიცვლება აბრეშუმის გზის უძველესი მარშრუტი – ამიერიდან ჩინეთის, ინდოეთის, ამიერკავკასიისა და შუა აზიის ტვირთები ევროპისკენ პირდაპირ რუბ’ალ’ხალი-ფოთის პორტის გავლით იმოძრავებენ.

ბიუჯეტი ცარიელია, – განაცხადა ექსპერტმა, – და მის შესავსებად ხელისუფლება ყველაფერზე მიდის.
ჯერ სადა ხართ! – დაგვამშვიდა ინტერვიუს ბოლოს ცნობილმა ექსპერტმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements